საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მუხლი - 2.2.1-ის საფუძველზე ვბრძანებ:
 

1. ჩატარდეს „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ კონკურსი;

2. „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ განსახორციელებლად ფაკულტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 10 000 ლარი;

2.  პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს;

3. დეტალური ინფორმაცია „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ კონკურსის შესახებ იხილეთ დანართი 1.

4. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინონ თანდართული მოთხოვნების მიხედვით (იხ. დანართი 2 და შესავსები ბიუჯეტის ფორმა); 

5. საკონკურსო პროექტების  ფაკულტეტის ადმინისტრაციულ სამსახურში, კანცელარიაში როგორც მატერიალური, ასევე CD-ზე ჩაწერილი სახით წარდგენის ვადა: 2024 წლის 5 მარტი, 17:00 სთ.

6. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 2024 წლის 15 მარტამდე.   

7. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 2024 წლის 1 აპრილიდან -1 აგვისტომდე;

8. პროექტების შერჩევას ახორციელებს  კომისია შემდეგი შემადგენლობით:
 

  • სალომე დუნდუა - კომისიის   თავმჯდომარე,   ასოცირებული    პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი.
  • გიორგი გოგსაძე - პროფესორი,   საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
  • მარიამ გერსამია - პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება
  • კონსტანტინე შუბითიძე - ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
  • ნინო შატბერაშვილი - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
  • სანდრო ტაბატაძე - ასისტენტ პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება
  • თინათინ მაჭარაშვილი - ასისტენტ პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის  მიმართულება;
  •  თეა ვახანია -  ფაკულტეტის ფინანსური კონსულტანტი.
     

9. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;

10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.